ფეხბურთი

10:26 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

2025 წლის კონკაკაფის ოქროს თასის ფინალისტების ვინაობა გაირკვა

2025 წლის კონკაკაფის ოქროს თასის პლეი-ოფის ორივე ნახევარფინალური მატჩი დასრულდა და შეჯიბრის ფინალური წყვილი გაირკვა.

მექსიკის ნაკრებმა ჰონდურასი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ინგლისური „ფულემის“ თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა გაიტანა. აშშ-ის ნაკრებმა მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით, გვატემალას ეროვნულ ნაკრებთან მატჩი მოიგო, (რომელიც სენსაციურად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში), ანგარიშით 2:1.

ამგვარად, მექსიკისა და აშშ-ის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ტურნირის ფინალურ მატჩში შეხვდებიან. ეს შეხვედრა 7 ივლისს ჰიუსტონში (ტეხასი, აშშ) გაიმართება.

კონკაკაფის ოქროს თასი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, ასევე კარიბეთის დეროვნული გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი 1991 წლიდან ტარდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097443