ფეხბურთი

11:09 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა დიოგუ კოშტაში 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პორტუსთან“ პორტუგალიელი მეკარის, დიოგუ კოშტას ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო BBC იტყობინება.

წყაროს ცნობით, „სიტი“ მზადაა გადაიხადოს 25 წლის მეკარის კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსყიდვის პუნქტი. ეს 75 მილიონი ევროა. აღნიშნულია, რომ ტრანსფერს თავად კოშტამ აუნთო მწვანე შუქი. მეკარის აგენტი, ჟორჟე მენდეში, ამ გარიგების დასრულებას მოითხოვს.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა 43 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაუშვა. ამავდროულად, დიოგუმ 19 მატჩში შეინარჩუნა კარი „მშრალად.“ კოშტას კონტრაქტი „პორტუსთან“ 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087773