ფეხბურთი

12:17 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ქორწინებიდან ორი კვირის თავზე

ცნობილი ონლაინ გამოცემა Marca-ს ცნობით, „ლივერპულის“ პორტუგალიელი გარემარბი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა ესპანეთის დასავლეთით, ზამორას პროვინციაში. ფეხბურთელი 28 წლის იყო. მისი ძმა ფეხბურთელთან ერთად გარდაიცვალა. ჟოტამ ორი კვირის წინათ იქორწინა.

ჟოტა ყველაზე მეტად „ლივერპულში“ თავისი თამაშით არის ცნობილი. ამ კლუბის შემადგენლობაში პორტუგალიელი ინგლისის ჩემპიონი გახდა, მოიგო ქვეყნის თასი და ინგლისის ლიგის თასი. დიოგუ „წითლების“ შემადგენლობაში 2020 წლიდან თამაშობდა. მანამდე პორტუგალიელი ფეხბურთელი „ვულვერჰემპტონის“, მადრიდის „ატლეტიკოს“ „პორტუს“ და „პასუშ დე ფერეირას“ ღირსებას იცავდა.

ჟოტამ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო უეფას ერთა ლიგა.

თეგებიდიოგუ ჟოტა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.067485