მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესებულია „ტოტენჰემისა“ და არგენტინის ნაკრების მცველის, მსოფლიო ჩემპიონის, კრისტიან რომეროს შეძენით. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS წერს.
წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი 27 წლის ფეხბურთელისთვის ოფიციალურად 55 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს. გარდა ამისა, მადრიდული კლუბი რომეროს მიერ თამაშთან დაკავშირებული გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში 15 მილიონი ევროს ბონუსების სახით გადახდას განიხილავს. აღნიშნულია, რომ „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე არგენტინელს დაცვის ხაზის მნიშვნელოვან გამძლიერებლად მიიჩნევს.
ასევე ხაზგასმულია, რომ „ტოტენჰემს“ დაცვის ლიდერის თავის რიგებში შენარჩუნება სურს, ამიტომ სრული ტრანსფერისთვის მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს. თავად ფეხბურთელი ლა ლიგაში ტრანსფერზე თანახმაა.
რომერო ადრე, 2024/2025 წლების ევროპა ლიგის საუკეთესო მცველად დასახელდა. გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.