„ბაიერნის“ 35 წლის თავდამსხმელმა თომას მიულერმა ფეხბურთელებისთვის არსებული სატრანსფერო თანხების ოდენობა გააკრიტიკა.
„რა არის 150 მილიონი ევრო? ეს სიურეალისტურია. ეს უბრალოდ რიცხვია კლუბებს შორის. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რას ნიშნავს 150 მილიონი? ნეიმარს ვერ მიიღებ, მაგრამ მის მაგიერ ბევრი ხე შეგიძლია დარგო. როგორ შევაფასოთ, რას ნიშნავს 150 მილიონი? 150 მილიონით ძალიან კარგი რაღაცეების მიღება შეიძლება“, - ციტირებს CBS მიულერის სიტყვებს.
სანტოსის 33 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ტრანსფერების რეკორდი 2017 წლის აგვისტოში დაამყარა - მისი „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლის საფასური 222 მილიონი ევრო იყო. Transfermarkt-ის მონაცემებით, თანამედროვე ფეხბურთში ექვსი მოთამაშის ღირებულება 150 მილიონი ევრო ან მეტია — ლამინ იამალი („ბარსელონა,“ 200 მილიონი ევრო), ჯუდ ბელინგემი (მადრიდის „რეალი,“ 180 მილიონი ევრო), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი,“ 180 მილიონი ევრო), კილიან მბაპე (მადრიდის „რეალი,“ 180 მილიონი ევრო), ვინისიუსი (მადრიდის „რეალი,“ 170 მილიონი ევრო) და ბუკაიო საკა („არსენალი,“ 150 მილიონი ევრო).