ფეხბურთი

14:08 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი „ინტერ მაიამიდან“ მიდის

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი კლუბს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს, იუწყება AS.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი არ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც 2025 წლის ბოლომდეა გათვლილი. 38 წლის ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ უცნობია. სუარესს ორი ვარიანტი აქვს: კარიერის დასრულება ან ურუგვაიში დაბრუნება.

სუარესი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი 2024 წლის იანვარში გახდა. მას შემდეგ მან კლუბის შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა, 34 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093654