ისტორია

15:20 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ და „ბაიერნი“ „ლაიფციგის“ ფრანგი მცველით დაინტერესდნენ, რომლის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევროა

ინგლისური „ლივერპული“ და გერმანული „ბაიერნი“ სერიოზულ ინტერესს იჩენენ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ცენტრალური მცველის კასტელო ლუკებას მიმართ - გვამცნობს Footmercato.

22 წლის „ლიონის“ ყოფილი მოთამაშის კონტრაქტში 90 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხაა მითითებული. აღნიშნულია, რომ გერმანული კლუბი არ აპირებს მოთამაშის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას და შესაძლოა, უფრო მცირე თანხის ხელსაყრელი სატრანსფერო შეთავაზებები განიხილოს.

ხაზგასმულია, რომ ლონდონის „ტოტენჰემიც“ დაინტერსედა ფრანგი მცველით, მაგრამ შეთავაზებებს არ გააკეთებს, თუ გუნდის ლიდერი კრისტიან რომერო არ წავა.

ორი წლის წინათ „ლაიფციგმა“ ლუკება „ლიონიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გასულ სეზონში 22 წლის ფრანგმა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08836
სარეკლამო ადგილი - 99
X x X