თამაშგარე

15:52 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგის ბედნიერების 14 თვე

გერმანელი ფეხბურთელის კევინ-პრინს ბოატნგისა და იტალიელი მოდელის, ვალენტინა ფრაგის მცირეხიანი სასიყვარულო ურთიერთობისა და ასევე მცირეხნიანი ცოლ-ქმრობის შესახებ გერმანული ბულვარული მედია იმდენს და ისე ხატოვნად წერს, ბოატენგთა საგვარეულოს წინაშე არ ვიქნებით მართლები ორიოდ სიტყვა ჩევნც რომ არ დავასველოთ.

წყვილმა ერთმანეთი 2021 წლის ზაფხულში აზორის კუნძულებზე მოცალეობის ჟამს გაიცნო და მსწრაფლივ ისეთი ამბავი ასტეხეს, სასტუმროს გულდამდუღრული დაშსვენებლები გიჟებს გავდნენ, ცოტა ხანი შეაჩერონ ღლაბუცი, თორემ სექსის ხმებს ვინ ჩივის, მათი ნომრიდან ისეთი ღმუილი გამოდის, თავიდან გვეგონა ვინმეს ტელევიზორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ არხზე დარჩა ჩართულიო.

გაცნობიდან ოთხი თვის თავზე იქორწინეს და ქორწინებიდან 10 თვის შემდეგ დაშორდნენ. 30 წლის, წარმოშობით ბერგამოელი ვალენტინა როგორც ამბობს, ცხოვრებისეულ გამოცდილებად ნამდვილად ღირდა ეს ურთიერთბა. მათი დაშორება დაემთხვა კევინის საფეხბურთო კარიერის დასრულებას, (2023 წლის აგვისტო) რაც თავის მხრივ ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167822