ფეხბურთი

16:58 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო სკირა: "რომამ" მიქაუტაძის მიმართ ინტერესი გამოხატა, მარასას ის "მილანშიც" სურდა"

იტალიური „რომა“ „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ადასტურებს, რომელიც სანდოობით გამოირჩევა.

როგორც სკირა სოციალურ ქსელში წერს, „რომამ“ ინტერესი გამოხატა. „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორ რიკი მასარას მიქაუტაძის შეძენა 2023 წლის იანვარშიც სურდა, როცა ის „მილანში“ მუშაობდა, ხოლო გიორგი „მეცში“ თამაშობდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„ლიონი“ ფინანსური კრიზისის გამო დიდი ალბათობით, ქართველ ფორვარდს გაყიდის, მისი ღირებულება კი, დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164712