„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სოციალურ ქსელში დიოგუ ჟოტას სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„ეს ის მომენტია, როდესაც მიჭირს. უფრო დიდი მიზანი უნდა არსებობდეს, მაგრამ მას ვერ ვხედავ. გული მტკივა დიოგუს და მისი ძმის, ანდრეს გარდაცვალების გამო. დიოგუ არა მხოლოდ ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, არამედ შესანიშნავი მეგობარი, მოსიყვარულე, მზრუნველი ქმარი და მამა. ძალიან მოგვენატრები. ჩემი ყველა ლოცვა, ფიქრები და ძალა რუტეს, ბავშვებს, ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ისინი უყვარდა. მშვიდად განისვენეთ. სიყვარულით იურგენ კლოპი“, - დაწერა კლოპმა.
დიოგუსთან ერთად მანქანაში მისი 26 წლის ძმა, ანდრეც იმყოფებოდა, რომელიც „პენაფიელში“ თამაშობდა.
დიოგუ ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.