ფეხბურთი

18:31 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" სლოვენიელი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის „იბერიამ“ სლოვენიელი ნახევარმცველი მატიჩ ვრბანეცი დაიმატა.

28 წლის ფეხბურთელი „იბერიას“ სლოვენიური „მურადან“ შეუერთდა. მას მთელი თავისი კარიერა სლოვენიაში აქვს გატარებული და „იბერია“ პირველი უცხოური კლუბია.

ვრბანეცს ასევე ნათამაშები აქვს სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრებების შემადგენლობაში, 21-წლამდე ნაკრებში კი, 10 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ივლისს, „მალმიოს“ უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შვედეთში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092369
სარეკლამო ადგილი - 99
X x X