„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ზურიკო დავითაშვილსა და ლუკას სტასინზე ისაუბრა. ფეხბურთელებზე, რომლებზეც მოთხოვნა „სენტ ეტიენში“ ყველაზე მეტადაა.
როგორც ნორვეგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კლუბს ფინანსურად არ უჭირს და მათი გაყიდვის საჭიროება არ უდგას. თუ ისინი წავლენ, ეს მხოლოდ კლუბის პირობებით მოხდება.
„სტასინი და დავითაშვილი? ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან გასულ სეზონში მათთან გრძელვადიანი კონტრაქტები გავაფორმეთ. მიხარია, რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს აქვს ამბიცია და მათ ალბათ, აქვთ ამბიციები, რომლებიც ლიგა 2-ს სცდება, დივიზიონს, რომელშიც ვითამაშებთ, მაგრამ ისინი იმ გუნდის წევრები იყვნენ, რომელიც გავარდა.
ჩვენზეა დამოკიდებული დარჩებიან თუ არა. კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ, შესაბამისად, მათი გაყიდვის ვალდებულება არ გვაქვს. თუ ისინი გაიყიდებიან, ეს ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურად ორიენტირებული იმუშავებენ და „სენტ ეტიენზე“ იფიქრებენ, შემდეგ კი, თუ რამე მოხდება, მოხდება“, - აღნიშნა ჰორნელანმა.
ფრანგულმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და გუნდთან ერთად დავითაშვილიცაა, რომელიც არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის, ყველაზე ხშირად, „სტრასბურსა“ და „რენს“. გასულ სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში ზურიკო დავითაშვილმა 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.