„მილანმა“ „ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, სამუელე რიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიჭიერი ფეხბურთელი „როსონერის“ 23 მილიონ ევროდ შეუერთდა, რასაც 2 მილიონის ბონუსი დაემატება. ფეხბურთელმა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ის "მილანში" 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სამუელე რიჩი „ემპოლის“ აღზრდილია, „ტორინოს“ კი, 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 109 მატჩში 4 გოლი გაიტანა.