თამაშგარე

9:34 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენა ბიცოლას მოგონებანი

დიადი ამერიკელი პორნოვარსკვლავი ჯენა ჯეიმსონი უკვე 59 წლის მოიყარა და დიდი ხანია სექსის თანმხლები ჟრიამული უკან აქვს მოტოვებული, თუმცა პოპულარობა ახლაც ნამეტანი უყვარს და თუკი საამისო შანსი მიეცემა, სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებს ხოლმე, რაც როგორც ჩანს ყველაფერთან ერთად დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ამ ერთი თვის წინ კულინარიულ შოუში მიწვეულმა ჯენა ბიცოლამ განაცხადა, რომ დიეგო მარადონა მისი საიდუმლო საყვარელი იყო და ლეგენდარული არგენტინელი მობურთალი ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა, როდესაც ჯეიმსონაანთ ქალს „გაზაფხულივით მიეპარა“ და იმის მერე არაერთხელ გააპრიალეს „დაჟანგული გული“.

ჯენა ჯეიმსონის მრავლისდამტევ კარიერას რაც შეეხება... კარიერა დაიწყო ლას-ვეგასში 1990-იან წლებში სტრიპტიზის საოცრად ცეკვით, შემდეგ კი სწრაფად გადავიდა პორნოინდუსტრიაში. მისი პირველი ფილმები 1993–94 წლებში გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ერთ-ერთ პირველმა გახსნა თავისი პორნო-პროდუქციის სტუდია — ClubJenna, რომელიც მილიონების შემომტანი ბიზნესი გახდა. ის იყო პირველი პორნოვარსკვლავი, რომელიც გამოჩნდა მაინსტრიმ მედიაში. ჯენა ჯეიმსონმა 2004 წელს საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნიც კი დაწერა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097631
სარეკლამო ადგილი - 99
X x X