ძიუდო

11:01 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ფულადი ჯილდოთი და ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდოთი და ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე ძიუდოს ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით, ფულადი ჯილდოთი და ღირსების მედლებით დააჯილდოვეს.

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158893