მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ შემტევს როდრიგოს კლუბის შეცვლა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სურს "რეალის" დატოვება. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, როდრიგო ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის და "სამეფო კლუბი" მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს. გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელის შეძენით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული და მოლაპარაკებებს ფეხბურთელთან უკვე აწარმოებს, დიდია შანსი, როდრიგომ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ითამაშოს.
ცნობისთვის, როდრიგო "რეალს" 2019 წელს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ბრაზილიელის ღირებულება 90 მილიონი ევროა.