22 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ნიკო უილიამსმა "ბილბაოსთან" კონტრაქტი 2035 წლამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტრანსფერი "ბარსელონაში" ჩაშლილია.
"როდესაც გადაწყვეტილებების მიღების დრო დგება, ყოველთვის გულს ვუსმენ. მე იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო, ჩემს ხალხთან ერთად. ეს ჩემის სახლია." - განაცხადა ნიკომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ.
ცნობისთვის, ნიკო უილიამსის გადასვლა "ბარსელონაში" თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა შეთანხმება კატალონიელების ფინანსური პრობლემების გამო ჩაიშალა, რომლის გამოც "ბარსა" ნიკოს დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსმა „ბილბაოში“ 2020 წლიდან დღემდე 167 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა.