სხვა

14:21 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართოს

შესაძლოა UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას თეთრმა სახლმა უმასპინძლოს, ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ტრამპის სურვილია UFC-ის ღონისძიებას თეთრმა სახლმა მომავალ წელს, აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე საიუბილეო დღესასწაულზე უმასპინძლოს. მისი განცხადებით, ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

"უბრალოდ წარმოიდგინეთ UFC-ის საჩემპიონო ბრძოლები თეთრი სახლის ეზოში, ამისთვის ბევრი ტერიტორია გვაქვს, ცოტა რაღაცებს დავამატებთ და ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ამ ყველაფერს ჩვენ არა, დენა უაითი გააკეთებს.ის შესანიშნავი პიროვნებაა. ამ ყველაფერს დამოუკიდებლობის 250-ე საიუბილეო დღესასწაულზე გავაკეთებთ, ამ დღეს ჩვენ კიდევ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ, თუმცა UFC-ის ბრძოლები დიდი ამბავი იქნება." - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი MMA-ს დიდი მოყვარულია და დანა უაითთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ის ასევე ხშირად ესწრება ბრძოლებს, ბოლოს ტრამპი მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლას დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169726