ფეხბურთი

15:34 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკა: "არ ვიცი ითამაშებს თუ არა პედრუ ნეტუ, ეს მან უნდა გადაწყვიტოს"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ "პალმეირასთან" გასამართი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი დიოგუ ჟოტას გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც გააკეთა, მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს სამძიმარი გამოუცხადა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ასევე პედრუ ნეტუზე ისაუბრა, რომელიც დიოგუ ჯჟოტას ახლო მეგობარი იყო.

"ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, სიტყვების პოვნა ძალიან მიჭირს. მხოლოდ ის შემიძლია, რომ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს. რაც შეეხება პედრუ ნეტუს, ეს ყველაფერი მისთვის ორმაგად მძიმეა, რადგან ჟოტა და ის ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ოჯახებით ძალიან ახლოს იყვნენ. არ ვიცი ითამაშებს, თუ არა ნეტუ ხვალ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული და რასაც გადაწყვეტს ჩვენ მხარს დავუჭერთ." - განაცხადა მარესკამ.

ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე გაიმართება, სადაც "ფლუმინენსე" "ალ-ჰილალს" დაუპირისპირდება. "პალმეირასისა" და "ჩელსის" მატჩი კი 5 ივლისს საქართველოს დროით დილის 05:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092768