ფეხბურთი

17:00 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიოგუ ჟოტას ყოფილი თანაგუნდელები ემშვიდობებიან

პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელის დიოგუ ჟოტას გარდაცვალების ფაქტმა მთლიანად საფეხბურთო სამყარო მოიცვა. ფეხბურთელის გარდაცვალებას მისი ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან და ემშვიდობებიან.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - "ძალიან რთულია სწორი სიტყვების პოვნა, როდესაც შენი გონება და გული ცდილობს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც ასე ძვირფასი იყო შენთვის, წავიდა. დიოგო, შენი ოჯახი შენი სამყარო იყო. ისინი შენთვის ყველაფერი იყვნენ. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია, შენთან ერთად ბევრი კარგი მოგონება მრჩება, შენ საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი იყავი და მინდა ყოველთვის მოღიმარი დიოგუ მახსოვდეს."

მოჰამედ სალაჰი - "სიტყვები არ მყოფნის, გუშინდელ დღემდე არასდროს მიფიქრია, რომ რაიმე დამაბრკოლებდა შესვენების შემდეგ ლივერპულში დაბრუნებისას. თანაგუნდელები მოდიან და მიდიან, მაგრამ არა ასე. ძალიან რთული იქნება იმის მიღება, რომ დიოგო იქ აღარ იქნება, როცა დავბრუნდები. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, შვილებთან და, რა თქმა უნდა, მის მშობლებთანაა, რომლებმაც მოულოდნელად დაკარგეს ორივე ვაჟი. დიოგოს და მისი ძმის, ანდრეს, ახლობლებს ყველანაირი მხარდაჭერა სჭირდებათ. თქვენ არასდროს დაგივიწყებთ."

ვირჯილ ვან დაიკი - "არ მჯერა. ამის დაჯერება არ მინდა. აბსოლუტურად განადგურებული ვარ. როგორი ადამიანი, როგორი ფეხბურთელი და რაც მთავარია, როგორი წარმოუდგენელი ოჯახის კაცი იყავი. ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდი და ეს სულ ასე იქნება. შენი ოჯახისთვის 2 ვაჟის, ქმრისა და მამის დაკარგვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან სისასტიკე და უსამართლობაა, ამაზე გული ძალიან მწყდება. სამუდამოდ ჩემპიონი, სამუდამოდ 20 ნომერი. ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგია იყო შენთან ერთად თამაში და მეგობრობა. ძალიან მოგვენატრები და არასდროს დაგივიწყებთ. მშვიდად განისვენეთ, დიოგუ და ანდრე!"

არნე სლოტი - "ბოლოს როცა დიოგუს ვესაუბრე ერთა ლიგის მოგება მივულოცე და ქორწილში წარმატებები ვუსურვე. ეს ზაფხული მისთვის და მისი ოჯახისთვის დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო. რისი თქმა შეიძლება? როდესაც შოკი და ტკივილი წარმოუდგენლად ძლიერია. შესაძლოა დიოგუმ წითელი ფორმა აღარ ჩაიცვას, მაგრამ მისი სახელი, მისი მიზნები, მისი სული იცოცხლებს ტრიბუნაზე, გასახდელში და ლივერპულის ყველა გულშემატკივრის გულში."

დიოგუსთან ერთად მანქანაში მისი 26 წლის ძმა, ანდრეც იმყოფებოდა, რომელიც „პენაფიელში“ თამაშობდა.

დიოგუ ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172591