„ნაპოლი“ ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
29 წლის კამერუნელის ხელშერკულება 2027 წლის ზაფხულამდე განახლდება, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
ანგისა „ნაპოლიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 153 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვილიარეალის“, „ფულჰემის“ და „მარსელის“ წევრი იყო.