საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი ცენტრი ესპანურ გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ჩემი ოჯახი კუნძულზე ძალიან ბედნიერია და მსურს, გუნდს კარგად თამაშსა და მეტი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო, რათა მომავალ სეზონში კიდევ უფრო დიდი წარმატება მიაღწიოს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ. იმედი მაქვს, ისინი მომავალ წელსაც დაგვეხმარებიან და ახალი გამარჯვებებით გავახარებთ“, - აღნიშნა გიორგიმ.
შერმადინი გასულ სეზონში საშუალოდ 11.9 ქულა და 4.6 მოხსნას აგროვებდა. ის რამდენიმე რეკორდის მფლობელია, ხოლო „ტენერიფეს“ ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ლიგა ენდესაში მეორეა 2 897 ქულით.
გიორგი შერმადინი „ტენერიფეში“ 2019 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე თბილისის „მაკაბის“, „პანათინაიკოსის“, „ოლიმპიას“, „კანტუს“, თელ ავივის „მაკაბის“, „ოლიმპიაკოსის“, „სარაგოსას“, „ანდორასა“ და „უნიკახას“ ღირსებას იცავდა.