ლონდონის „არსენალის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტომას პარტეი სექსუალურ სკანდალში გაეხვა.
განელ ნახევარმცველს სამი ქალი ადანაშაულებს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში. როგორც ბრიტანული მედია წერს, სავარაუდოდ დანაშაული 2021-2022 წლებში მოხდა.
პოლიციას სამმა ქალმა მიმართა. პარტეის გაუპატიურების ხუთი და სექსუალური ძალადობის ერთი ბრალდება აქვს. ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 5 აგვისტოს წარდგება. გაუპატიურების ორი ბრალდება ერთ ქალს ეხება, გაუპატიურების სამი ბრალდება მეორე ქალს, ხოლო სექსუალური ძალადობის ბრალდება მესამე ქალს ეხება.
ტომას პარტეი „არსენალში“ 2020 წლიდან თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. მანამდე ის „ატლეტიკოს“, „მალიორკასა“ და „ალმერიას“ წევრი იყო.