ფეხბურთი

19:25 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიკვდილის გზატკეცილი: რატომ არ გაფრინდა პორტუდან ლივერპულში ჟოტა...

„ლივერპულის“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, დიოგუ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალება საფეხბურთო სამყაროში მთავარი თემაა.

რატომ იყო ფეხბურთელი ესპანეთში და რატომ არ გაფრინდა პორტუდან, სადაც რამდენიმე დღის წინ ქორწილი ჰქონდა, ლივერპულში? როგორც გაირკვა, ჟოტას ცოტა ხნის წინ ფილტვებზე მცირე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ზეწოლის თავიდან ასაცილებლად ექიმებმა ურჩიეს, რომ თვითმფრინავით არ ემგზავრა.

სწორედ ამიტომაც, ლივერპულამდე ჩასვლის მისი მარშრუტი შეიცვალა: ის ესპანეთის ქალაქ სანტანდერში უნდა ჩასულიყო, საიდანაც ინგლისის ქალაქ პორტსმუთში ბორანით გადავიდოდნენ, ხოლო პორტსმუთიდან უკვე ლივერპულში ჩავიდოდა. სამწუხაროდ, ეს მარშრუტი დიოგუსა და მისი 26 წლის ძმისთვის საბედისწერო გამოდგა.

ისინი ზამორას პროვინციაში A-52 გზატკეცილზე ავარიაში მოჰყვნენ, როგორც გაირკვა, წინ მიმავალი მანქანის გასწრების მომენტში ფეხბურთელების მანქანას საბურავი გაუსკდა, რის გამოც ჯერ გზიდან გადავიდა და შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ესპანური მედია წერს, სწორედ A-52 გზატკეცილზე 2023 წელს 19 ავარია დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161856