30 წლის გამოცდილი სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩი "ტორპედოს" ფეხბურთელია.
კარიერას სერბი ახალწვეული სერბულ "რადნიჩკში" იწყებდა. 2016 წელს პორტუგალიურ "ბელენენსიში" გადავიდა. 3 წლის შემდეგ "დინამო ზაგრების" მაისური მოირგო, სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ - თასის მფლობელი. 2022 წელს კომნენი საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელ "კლერმონში" გადავიდა და ამ გუნდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა ისევ ხორვატიაში, კერძოდ "რიეკაში" გააგრძელა.
"ტორპედოს" სერბი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით სწორედ "რიეკადან" შეუერთდა. იჯარის დასრულების შემდეგ ის 2 წლით "ტორპედოს" სრულფასოვანი წევრი იქნება.
სერბმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხვალიდან კი გუნდთან ერთად კონფერენსლიგისთვის მზადებას შეუდგება.