ტორპედოს" კიდევ ერთი ახალწვეული 27 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველი ჟორჟინიო არაუჟოა.
ჟორჟინიო პორტუგალიური გრანდის, "ბენფიკას" აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. 2020 წელს პორტუგალიური "ფამალიკაოს" მაისური მოირგო, რის შემდეგაც კოვილიანის "სპორტინგში" გადავიდა. 2023 წლის სეზონი ჟორჟინიომ ფინურ "ილვესში" გაატარა, სადაც გუნდთან ერთად თასის გამარჯვებული გახდა.
"ტორპედოს" პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩეხური "დუკლა პრაღადან" შეუერთდა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.