„მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება მარკუს რაშფორდს, ენტონის, ალეხანდრო გარნაჩოს, ტაირელ მალასიას და ჯეიდონ სანჩოს სურთ.
ხსენებულმა ფეხბურთელებმა კლუბს აცნობეს, რომ „მანჩესტერში“ თამაში აღარ სურთ და წასვლა უნდათ. თავის მხრივ, კლუბმა გუნდში მათ დაბრუნების თარიღი ივლისის ბოლომდე გადადო, რათა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჰქონდეთ.
გარნაჩო კლუბს ჯერ კიდევ ივნისში შეუთანხმდა წასვლაზე და კლუბიც მზადაა ის გაუშვას. არგენტინელი სეზონისთვის მზადებას ინგლისურ გრანდში საერთოდ არ დაიწყებს. თავის მხრივ, სანჩო „იუვენტუსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ხოლო მარკუს რაშფორდს იმედი აქვს, რომ კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.