გაიმართა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რომლის შედეგადაც საქართველოს ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქეები გაირკვა.
ტურნირის საწყის ეტაპზე (Preliminary round) „MFC CIU“ G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონი „ბუბა მარა“, ირლანდიის ჩემპიონი „ბლუ მეჯიქ დუბლინი“ და უელსის ჩემპიონი „კარდიფი“.
G ჯგუფის შეხვედრები 26-31 აგვისტოს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ეტაპის (Main round) საგზურს მოიპოვებს, ასევე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდსაც.