ტურინის "იუვენტუსმა" კანადელი ფრორვარდი ჯონათან დევიდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კანადელი ფორვარდი თავისუფალი აგენტი იყო და „იუვენტუსს“ უფასოდ შეუეთდა. მან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ჯონათან დევიდი „ლილში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა. მანამდე ის ბელგიაში, „გენტის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.