„მანჩესტერ სიტის“ მცველი კაილ უოკერი კარიერას „ბარნლიში“ გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ტრანსფერის ფასი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება და ფეხბურთელი კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
კაილ უოკერმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „მილანში“ გაატარა, ხოლო „სიტის“ წევრი 2017 წლიდან იყო. მას ასევე უთამაშია „შეფილდ იუნაიტედში“, „ტოტენჰემში“, ქპრ-სა და „ასტონ ვილაში“.