ფინანსური სამართლიანი თამაშის რეგულაციების დარღვევისთვის უეფამ რამდენიმე კლუბი დააჯარიმა.
მათ შორისაა „ლიონი“, რომელსაც 12.5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს ფრანგული კლუბისთვის მძიმე სასჯელია იმის გათვალისწინებით, რომ ვალების გამო ლიგა 1-დან დაქვეითება ემუქრება.
გარდა ამისა, უეფამ 20 მილიონით დააჯარიმა „ჩელსი“, „ბარსელონა“ 15 მილიონით“, „ასტონ ვილა“ 11 მილიონით და „რომა“ 3 მილიონით.
დაჯარიმდნენ სხვა კლუბებიც, მაგრამ შედარებით უმნიშვნელო თანხებით.