ფეხბურთი

1:46 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლუმინენსე" მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ფლუმინენსემ“ „ალ-ჰილალი“ დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ბრაზილიური კლუბი პირველი ტაიმის მიწურულს მარტინელის შესანიშნავი გოლით დაწინაურდა, რასაც „ალ-ჰილალმა“ მეორე ნახევარის დასაწყისში მარკოს ლეონარდოს გოლით უპასუხა. სიმონე ინძაგის გუნდი მეორე ნახევარში უკეთ თამაშობდა, მაგრამ 70-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა. დაცვაში დაშვებული შეცდომა არაბულ კლუბს ჰერკულესმა არ აპატია, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩი დიოგუ ჟოტას გამო წუთიერი დუმილით დაიწყო, „ალ-ჰილალში“ კი, მისი მეგობრები, რუბენ ნევეში და ჟოაუ კანსელუ თამაშობდნენ, რომლებმაც იტირეს და ეს ძალიან ემოციური სანახავი იყო.

„ფლუმინენსე“ კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებს და ნახევარფინალშიც ეცდება მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

„ფლუმინენსე“ – „ალ-ჰილალი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მარტინელი (40), 1:1 მარკოს ლეონარდო (51), 2:1 ჰერკულესი (70)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16694