მარსელის „ოლიმპიკმა“ ინგლისელი ნახევარმცველი ანხელ გომესი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და ის „მარსელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გომესი 2021 წლიდან „ლილის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 134 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე „ბოავიშტასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია, ხოლო გასულ წელს ინგლისის ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.