სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო სპურსს“ დაემშვიდობა. ქართველმა კალათბურთელმა კლუბს მადლობა გადაუხადა:
„მადლობა, რომ მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, მხარს მიჭერდით ყოველთვის და იმისთვის, რომ მომეცით შესაძლებლობა „სპურსის“ წევრი ვყოფილიყავი. „სან ანტონიო“ დამეხმარა, რომ უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ქალაქისა და ორგანიზაციის“, - თქვა მამუკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 2023 წლიდან თამაშობდა. მან „ტორონტოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.