ფეხბურთი

14:59 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" დიოგუ ჟოტას ხელფასს ოჯახს გადაუხდის

„ლივერპული“ ავტოკატასტროფაში დაღუპული დიოგუ ჟოტას ხელფასის გადახდას კონტრაქტის ბოლომდე გააგრძელებს.

კლუბში ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ჟოტას ხელფასს, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე უნდა მიეღო, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული, მისი ოჯახი, მეუღლე მიიღებს.

გარდა ამისა, „ლივერპული“ პორტუგალიელის სამივე მცირეწლოვანი შვილის სწავლას დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ორი დღის წინ თავის ძმასთან ერთად დაიღუპა. ის „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.192826