დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე სილვა ქალაქ გონდომარში დაკრძალეს. ცერეონია დღეს გაიმართა.
დაკრძალვაზე „ლივერპული“ მთელი შემადგენლობით მივიდა, ასევე პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები და წევრები. აღსანიშნავია, რომ დაკრძალვას დაესწრნენ „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელები, ჟოაუ კანსელო და რუბენ ნევეში, რომელიც ჟოტას საუკეთესო მეგობარი იყო.
ორივე ფეხბურთელმა 12 საათის წინ აშშ-ში „ფლუმინენსესთან“ ითამაშა, თუმცა, თამაშის დასრულებისთანავე ისინი პორტუგალიაში გაფრინდნენ, რათა მეგობარი უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ...
„ლივერპულმა“ 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო, რაც ინგლისური კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა, თუ არ ჩავთვლით გაუქმებულ 96-ნომრიან მაისურს, რაც „ჰილსბოროს“ ტრაგედიას უკავშირდება.
გარდა ამისა, კლუბი 2027 წლის ზაფხულამდე არსებული კონტრაქტის ხელფასს, სეზონში 5 მილიონ ევროს ჟოტას მეუღლეს, რუტეს გადასცემს, რაც დიდებული ჟესტია.
შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ორი დღის წინ თავის ძმასთან ერთად დაიღუპა. ის „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.