კაილ უოკერი „მილანიდან“ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ბარნლიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც ფეხბურთელის უფლებები ეკუთვნოდა, 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, თუ უოკერი მატჩების 70%-ს ითამაშებს და რაც მთავარია, „ბარნლი“ პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
კაილ უოკერმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „მილანში“ გაატარა, ხოლო „სიტის“ წევრი 2017 წლიდან იყო. მას ასევე უთამაშია „შეფილდ იუნაიტედში“, „ტოტენჰემში“, ქპრ-სა და „ასტონ ვილაში“.