ფეხბურთი

16:55 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ფრანგი ფორვარდი დაიმატა

მილანის "ინტერმა" "პარმადან" ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი ანჟე-იოან ბონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბონიმ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის ღირებულებამ 23 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება.

ბონი „ინტერში“ მარკუს ტურამის ალტერნატივად მიაჩნიათ. საქმე ისაა, რომ „ნერაძური“ სათადარიგო თავდამსხმელებმა მარკო არნაუტოვიჩმა და ხოაკინ კორეამ დატოვეს, შესაბამისად, კლუბში ისეთი შემტევები სჭირდებათ, რომლებიც ლაუტარო მარტინესსა და მარკუს ტურამს როტაციაში დაეხმარებიან.

21 წლის ფრანგი ფორვარდის კარიერა „შატორუში“ დაიწყო, ხოლო 2021 წლიდან „პარმაშია“, რომლის მაისურით დღემდე 116 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088925