სტამბოლის „გალათასარაის“ მილანის „ინტერიდან“ ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატება სურს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, თურქულმა კლუბმა იტალიელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. სტამბოლელები იმედოვნებენ, რომ გარიგების დასრულებას მომდევნო კვირებში შეძლებენ.
ფინანსური დეტალები ჯერ კიდევ დაზასუტებელია, მაგრამ ტრანსფერის შანსი დიდია, რადგან ჩალჰანოღლუს სურს „გალათასარაიში“ გადასვლა და გუნდშიც კონფლიქტი აქვს, მათ შორის, თანაგუნდელ ლაუტარო მარტინესთან. თურქს "გალათასარაისთან" პირადი შეთანხმება მიღწეულიც აქვს და მზადაა "ნერაძურის" დასატოვებლად.
ჰაკან ჩალჰანოღლუ „ინტერის“ ღირსებას 2021 წლიდან იცას და 182 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მანამდე ოთხი სეზონი „მილანში“ გაატარა (172 მატჩი, 32 გოლი), ხოლო კარიერის სტარტზე გერმანიაში თამაშობდა, სადაც „კარლსრუეს“, „ჰამბურგისა“ და „ლევერკუზენის“ წევრი იყო.