მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერი გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ნიკო უილიამსის ტრანსფერი მომავალ წელსაც გამორიცხულია, სამაგიეროდ, დიდი იმედი აქვს, რომ ნიკ ვოლტემადეს შეძენას შეძლებენ.
„ნიკო უილიამსთან დაკავშირებით ყველაფერი დამთავრდა, ჩვენი სამიზნე მომდევნო წელს ის არ იქნება. ჩემი აზრით, „ბილბაო“ უბრალოდ ცდილობს მეტი თანხის მიღებას, რადგან მომავალ წელს ის 60 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება.
ვოლტემადე? აგვისტოს ბოლომდე დრო გვაქვს. მას ძალიან, ძალიან კარგ ფეხბურთელად მივიჩნევ, რომელიც იდეალურად მოერგება ჩვენს გუნდს და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ წელს დავიმატებთ, თუ არადა, მომავალ წელს.
ლეაო? არა, არა, არა. მაქს ებერლმა მითხრა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა და არასდროს ყოფილა განხილვის საგანი“, - თქვა ჰიონესმა.