ლონდონის „ჩელსიმ“ „დორტმუნდიდან“ ჯეიმი ბაინო-გიტენსი დაიმატა. ტრანსფერი ოფიცალურად დადასტურდა.
ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ გერმანულ გუნდს 55 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კონტრაქტი ფეხბურთელს 2032 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
„შესანიშნავი გრძნობაა ისეთ დიდ კლუბში გადასვლა, როგორიც „ჩელსია“. მოუთმენლად ველი გუნდის ყველა წევრისგან სწავლას და აქ საკუთარი თავის მაქსიმალურ დამკვიდრებას. ეს საოცარი გრძნობაა“, - აღნიშნა გიტენსმა.
ჯეიმი გიტენსი 2021 წლიდან „დორტმუნდში“ თამაშობდა და 107 მატჩში 17 გოლი გაიტანა. თავის დროზე ის „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში ირიცხებოდა.