ფეხბურთი

19:47 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონმა" ბელგიის ნაკრების მცველი შეიძინა

„ბრაიტონ ალბიონმა“ „ბრიუგედან“ ნიჭიერი ბელგიელი მცველი მაქსიმ დე კუიპერი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

დე კუიპერმა „თოლიებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი ტრანსფერი კი, კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება.

ბელგიელით „მილანიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ბრაიტონმა“, როგორც მას, ისე „ბრიუგეს“ უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა.

მაქსიმ დე კუიპერმა „ბრიუგეში“ 2019 წლიდან 114 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ბელგიის ნაკრებში დღემდე 10 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09399