„ნოტინგემ ფორესტმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა თავდამსხმელი იგორ ჟეზუსის „ბოტაფოგოდან“ შეძენის შესახებ.
ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ოთხწლიანი შრომითი კონტრაქტი გააფორმა. იგორმა კარიერა უფროს დონეზე ბრაზილიურ გუნდ „კურიტიბაში“ დაიწყო, 2020 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების „შაბაბ ალ-აჰლიში“ გადავიდა, ხოლო 2024 წელს „ბოტაფოგოს“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონის 29 მატჩში ჟესუსმა ცხრა ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე „ბოტაფოგომ“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს სწორედ იგორ ჟეზუსის გოლით მოუგო (1:0).