„ჩელსი“ მადრიდის „რეალის“ 21 წლის თავდამსხმელით გონსალო ტორესით დაინტერესდა ამის შესახებ Sport.es წერს.
წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, რომელშიც ისინი თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონის შემცვლელს ხედავენ. ხაზგასმულია, რომ „ლოს ბლანკოსს“ შეუძლია გონსალოს ინგლისურ გრანდზე გაყიდვა, თუმცა მისი გამოსყიდვის ოფცია არსებობს. „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელის კონტრაქტში 50 მილიონი ევროს ოდენობით ვადაზე ადრე შეწყვეტის პუნქტია მითითებული.
გონსალომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.