ფეხბურთი

23:05 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დასახელდა მიზეზი, რის გამოც კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთელ ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

გაირკვა, თუ რატომ არ დაესწრო პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ვტოკატასტროფაში დაღუპული თავისი ეროვნული ნაკრების პარტნიორის, დიოგუ ჟოტას დაკრძალვას. გამოცემა A Bola-ს ცნობით, რონალდუმ დაკრძალვაზე არ გამოცხადება ჟურნალისტების გამო გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, „ალ-ნასრის“ თავდამსხმელს სურდა თავიდან აეცილებინა ცერემონიაზე მედიის გაზრდილი ყურადღება, რაც შესაძლოა დაკრძალვაზე მისი გამოჩენით ყოფილიყო გამოწვეული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი აქტიურად ურთიერთობდა გარდაცვლილი ფეხბურთელის ნათესავებთან.

„ლივერპულის“ პორტუგალიელი გარემარბი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა ესპანეთის დასავლეთით, ზამორას პროვინციაში. ფეხბურთელი 28 წლის იყო. მერსისაიდელ ფეხბურთელთან ერთად, ტრაგედიას მისი ძმაც შეეწირა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165998