რაგბი

23:00 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი ლელო ირლანდიასთან: საქართველოს ნაკრები დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტების სერია დაიწყო და თბილისში, ირლანდიას უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 5:34 დამარცხდა.

მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საწყის 9 წუთში ორი გარდასახული ლელოთი 14:0 დაწინაურდა. ნათელი იყო კლასსა და გამოცდილებაში სხვაობა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა ირლანდიელთა ორ ლელოს პირველი ტაიმის მიწურულს უპასუხა თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი და ჩამორჩენა შეამცირა.

თუმცა, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ლელო გამოდგა „ბორჯღალოსანთა“ მხრიდან. მეორე ტაიმში საქართველომ ქულა ვერ მოიპოვა, მეტოქემ კი მონაგარს ორი ლელო, ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა შემატა. შედეგად, საბოლოოდ, ირლანდიამ 34:5 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები ახლა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს, „ტოიოტა ჩიტასს“ და 19 ივლისს, უკვე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო - ირლანდია 5:34 (5:14)

0.168654
სარეკლამო ადგილი - 99
X x X