მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა დღევანდელი პსჟ ხოსეპ გვარდიოლას დროინდელ „ბარსელონას“ შეადარა. დღეს, 5 ივლისს, პარიზელებმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნი“ (2:0) დაამარცხეს.
„ეჭვგარეშეა, პსჟ მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. მათ მიერ წლეულს ჩატარებული მატჩები თავისთავად მეტყველებს. დღეს პსჟ-სთან კონკურენცია ძალიან რთულია.
გვარდიოლას „ბარსელონა“? პსჟ უფრო თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. გუნდი უფრო სწრაფია, რადგან გვარდიოლას არ ჰყავდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიოლოგიური სისწრაფეც ჰქონდათ. ჰაკიმი სპრინტერია, მენდეშიც იგივეა. პსჟ-ს შეტევა ძალიან სწრაფია, ტექნიკური... ყველა მოთამაშე ერთნაირად ფიქრობს და უზარმაზარ შრომას ასრულებს. მეჩვენება, რომ ეს პსჟ უფრო ძლიერია, ვიდრე გვარდიოლას „ბარსელონა“ იყო ერთ დროს, - ციტირებს სიომინის სიტყვებს Championat.com.