„ბაიერნის“ ნახევარმცველ ჯამალ მუსიალას ფიბულას სავარაუდო მოტეხილობა აქვს. როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) იუწყება, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ მუსიალამ მოედანი საკაცით დატოვა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ - „ბაიერნს“ (2:0) შორის, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ.
ინციდენტი პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. ტრანსლაციის დროს ჩანდა, თუ როგორ არაბუნებრივად მოხარა ფეხბურთელმა ფეხი. მსაჯმა ენტონი ტეილორმა ექიმები მუსიალას გვერდით დატოვა და შესვენების სასტვენი მისცა. შესვენების დროს მოედანზე გერმანელი გარემარბი სერჟ გნაბრი გამოჩნდა ნახევარმცველის ნაცვლად.
ამ მატჩის შედეგად, „ბაიერნი“ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოეთიშა. პსჟ ტურნირის ნახევარფინალში რეალ მადრიდისა და ბორუსია დორტმუნდის წყვილის უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდება.