ფეხბურთი

1:02 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "დონარუმასთან მივედი და ვუთხარი, რომ მე სხვანაირად მოვიქცეოდი"

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა ჯანლუიჯი დონარუმა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ჯამალ მუსიალას წინააღმდეგ მან კარგად არ იმოქმედა:

„მსგავს სიტუაციაში ასე არ უნდა წახვიდე. ძალიან სარისკო იყო, მან გარისკა მეტოქისთვის ტრავმის მიყენება. მასთან მივედი და ვუთხარი, არ გინდა მუსიალას ნახვა? პატივისცემის ნიშნად ნორმალურია, რომ ბიჭს გამოჯანმრთელება უსურვო. მან ეს მხოლოდ მოგვიანებით გააკეთა, მე სხვანაირად მოვიქცეოდი“, - თქვა ნოიერმა.

დონარუმა გააკრიტიკა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმაც, რომელმაც აღნიშნა:

"თუ მუსიალას წვივზე ახტები, როცა ის გარბის და შენ 100 კილოგრამს იწონი, რაღაცის მოხდენის რისკი ძალიან მაღალია. ეს ჩემი ბრალდება არ არის და არ მინდა, რომ ასე იქნას განმარტებული, დარწმუნებული ვარ, დონარუმას ეს განზრახ არ გაუკეთებია. თუმცა, ასევე მჯერა, რომ ფრთხილად არ უთამაშია და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იქ ვიღაც იყო“.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გერმანელი ფეხბურთელი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.094582
სარეკლამო ადგილი - 99
X x X