მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ პსჟ-სთან მატჩის (0:2) შემდეგ ჯამალ მუსიალას ტრავმაზე ისაუბრა:
„ასე გაბრაზებული იშვიათად ვყოფილვარ. ვიცი, რომ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს, მაგრამ ამ ბიჭებისთვის ეს მათი ცხოვრებაა. ჯამალი ამისთვის ცოცხლობს. ის ახლახან დაბრუნდა ტრავმის შემდეგ და ახლა ეს დაემართა. თავს უმწეოდ გრძნობს. სისხლი მიდუღს, არა შედეგის გამო, არამედ იმის გამო, რაც ბიჭს დაემართა, რომელსაც თამაში ასე ძალიან უყვარს“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გერმანელი ფეხბურთელი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.